ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდგინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსის 19157 შემთხვევა, მათ შორის 8266 გამოჯანმრთელებული, გარდაცვლილი – 429.
აზერბაიჯანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 139-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის ექვსი ახალი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად, საყოველთაო კარანტინი პირველ აგვისტომდე გაახანგძლივეს, ზოგ რაიონში 5 ივლისამდე გამკაცრებული კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს.
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 181 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 7 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 569 063 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 7 841 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 21-ით გაიზარდა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 882-ს, ხოლო ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 184 031-ს შეადგენს.