კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს მხოლოდ ოთხით გაიზარდა. ეს ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. დადასტურებული 593 შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი. მაღალი რისკის ზონა ბოლნისის და თეთრიწყაროს რაიონებია. დღევანდელი ფაქტებიდან, ორი სწორედ თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერს უკავშირდება, ერთი ფაქტი კი – ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში დაფიქსირდა.
ეპიდემიოლოგები ამ წუთებშიც მუშაობენ ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში, სადაც პირველ მაისს, ერთ დღეში 10 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში, ქვემო ქართლში, უკვე 184 ფაქტია გამოვლენილი. რაც შეეხება კახეთს, სადაც კორონავირუსი თბილისიდან ჩასულ ექთანს დაუდგინდა – გამოკვლეულია 102 კონტაქტი, ახალი კორონავირუსი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.