ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

ახალი კორონავირუსი დღეს კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა აღრიცხული, განკურნებულთა რაოდენობა კი 605-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაიცვალა  12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 031 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 ადამიანი რჩება.