ახალი კორონავირუსი - ვითარება რეგიონში

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის  1098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 27 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 18 331 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა აზერბაიჯანში,სადაც ვირუსით 41 პაციენტი დაიღუპა.

თურქეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 200ზე მეტი ადამიანი დაიღუპა , რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 ლაბორატორიულად 30 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

რუსეთში კი, უკვე რამდენიმე დღეა ყოველდღიურად ვირუსის 26 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.