„კოვიდ-19“ - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიო მასშტაბით,  კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა.  დაღუპულია ორი მილიონ 525 ათასი ადამიანი. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ შეერთებულ შტატებშია. შემდეგ მოდის ინდოეთი და ბრაზილია. ბრაზილიაში ზედიზედ მეხუთე დღეა, რაც  ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 300-ს, ინფიცირების შემთხვევები კი, 60 000-ს აჭარბებს.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბელგიის ერთ-ერთ საპატიმროში კარანტინი გამოცხადდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსის 766 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში. იტალიაში კი, სადაც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვებია გამკაცრებული, ვირუსი 18 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მოამბე