„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

27 ათასზე მეტი ტესტი და 248 ინფიცირებული, – ასეთია გასული 24 საათის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89 % -ს შეადგენს. სიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია ნარჩუნდება.  გამოჯანმრთელდა 525 პირი. ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ინფექციას ქვეყანაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ კი, ვირუსის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე, „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 3510 პაციენტია გარდაცვლილი. ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ თბილისში ვლინდება და რაოდენობა 129-ს შეადგენს, 17- სამეგრელო-ზემო-სვანეთში, 16 – იმერეთში, ამდენივე კახეთში, დანარჩენ რეგიონებში, ბოლო ერთი დღის მონაცემები კიდევ უფრო დაბალია. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 265 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან 91 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

მოამბე

დატოვე კომენტარი