კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

რვა პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა ბოლო დღე-ღამეში კოვიდინფექციას. დადასტურდა ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა, – ასეთია 25 ათასამდე ტესტის პასუხი, რაც გასული 24 საათის მანძილზე ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.85 პროცენტიც განისაზღვრა. დადასტურებული ფაქტების უმრავლესობა ისევ დედაქალაქზე მოდის, სადაც „კოვიდ-19“ კიდევ 408 მოქალაქეს გამოუვლინდა. შემდეგია აჭარა – 61 შემთხვევით, მას მოსდევს იმერეთი – დღევანდელი მონაცემით, 47 პირი დაინფიცირდა, სხვა რეგიონებში კი, ინფიცირების მაჩვენებელი 30-ს არ სცდება. საერთო ჯამში, მძიმეა 380 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 72 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. რაც შეეხება განკურნებულებს, ბოლო 24 საათში 592 პირი განიკურნა.

მოამბე