ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 134 მილიონს აჭარბებს, დაღუპულია სამ მილიონზე მეტი ადამიანი. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების კუთხით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც ბრაზილია და ინდოეთი მოსდევს. ბრაზილიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 71 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 2 616 დაიღუპა. რთული მდგომარეობა ირანშიც, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში ათდღიანი კარანტინი წესდება. დაიხურება სკოლები, მაღაზიები, სპორტული ცენტრები, კინოთეატრები, ასევე რამადანის კვირაში აიკრძალება მასობრივი შეკრება. 52 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი 248 პაციენტი გარდაიცვალა.

მოამბე

დატოვე კომენტარი