საქართველო კოვიდ-19-ის მკურნალობის საერთაშორისო კვლევაში ერთვება. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის „სოლიდარობის კვლევა“, რომლის ფარგლებში, ახალი კორონავირუსის სამკურნალო ოთხ მედიკამენტს გამოიკვლევენ. მათ შორისაა პლაქვენილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მძიმე პაციენტებთან უკვე იყენებენ. გამოცდიან კიდევ ერთ წამალს – რემდესივირს, რომელთან დაკავშირებით, ასევე იმედისმომცემი პროგნოზებია. მის მისაღებად, ქართულ მხარეს ამერიკულ მწარმოებელ კომპანია „გილიადთან“ განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს. ამ კომპანიასთან ჩვენი ქვეყანა ცე-ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის ფარგლებში, უკვე ხუთია წელია თანამშრომლობს. „სოლიდარობის კვლევაში“ 100-მდე ქვეყანა ჩაერთვება, ახლა დარჩენილია მხოლოდ ფორმალური პროცედურები იმისთვის, რომ საქართველო კვლევის მონაწილე გახდეს. ჩვენი ქვეყნიდან პროცესში შვიდი სამედიცინო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას.