კორონავირუსის ახალი შტამი

12:09, 03.12.2021

არის თუ არა ომიკრონ-შტამი უფრო აგრესიული და სწრაფად გავრცელებადი. კვლევები ისევ გრძელდება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ შტამისგან სრულად ან ნაწილობრივ, მაინც დაგვიცავს. თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტი „რემდესივირი“ და ორი ახალი პრეპარატი, რომელიც ხელმისაწვდომი მალე გახდება, როგორც დელტას, ასევე ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტიანი იქნება.

მოამბე

მსგავსი