არის თუ არა ომიკრონ-შტამი უფრო აგრესიული და სწრაფად გავრცელებადი. კვლევები ისევ გრძელდება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ შტამისგან სრულად ან ნაწილობრივ, მაინც დაგვიცავს. თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტი „რემდესივირი“ და ორი ახალი პრეპარატი, რომელიც ხელმისაწვდომი მალე გახდება, როგორც დელტას, ასევე ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტიანი იქნება.
#კოვიდ19 გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება – „დღის თემის“ შეკითხვებს თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა