სეზონური ვირუსების გაზრდილი მაჩვენებელი

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს. ბავშვთა კლინიკებში მიმართვის რაოდენობა გაზრდილია. ექიმები შემთხვევების მატებას იანვრის ბოლომდე ელოდებიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სხვა ვირუსების, მათ შორის „კოვიდ 19“-ის გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ ვარიანტს, ომიკრონის ქვეშტამ „ჯი ენ ერთს“,საქართველოში ამ ქვეშტამით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა. აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულ ქვეშტამს მედიკოსები განსაკუთრებულ საფრთხედ არ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, „ჯი ენ ერთი“ ომიკრონის აქამდე არსებული შტამებისგან დიდად არ განსხვავდება.