ახალი ევროობლიგაციები ლონდონის ბირჟაზე

საქართველომ ახალი ევროობლიგაციები გამოუშვა.

ხუთწლიანი და 500 მილიონი დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდები უკვე განთავსდა ლონდონის ბირჟაზე. ბოლოს, ანუ 10 წლის წინ გამოშვებულ ობლიგაციებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთი ორნახევარჯერ დაბალია. ანუ ქვეყანა 500-მილიონიანი საგარეო ვალის გასტუმრების პროცესში ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის. პანდემიის შედეგად გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე მსგავს შეღავათს მთავრობა ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას უკავშირებს.