ახალი დეტალები სულხან მოლაშვილის საქმეში

სულხან მოლაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ალაპარაკდა. გიგი ხვედელიძე პირველ არხს ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში აღძრეს კიდევ ერთი საქმე უკვე პატიმრობაში მყოფი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ. სულხან მოლაშვილი იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პატიმარი, რომელიც შემდგომ სტრასბურგის სასამართლომ გაამართლა. მაგრამ, საქართველოში მის წინააღმდეგ საქმე ისევ გრძელდება. სასამართლო ახლა უკვე გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს ასამართლებს.

თემის დეტალებით თამარ გოგესაშვილი.