ახალი ბინები ზუგდიდში მცხოვრები დევნილებისთვის

ზუგდიდის ცენტრში სასტუმრო „ოდიშის“ ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებს ახალ ბინებს წლის ბოლომდე გადასცემენ. ინფორმაცია დევნილ ოჯახებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გააცნო. მისი განცხადებით, შენობაში მცხოვრები 60-ვე ოჯახი ბარამიას ქუჩაზე ახალ ბინებს მიიღებს.

დევნილი ოჯახები სასტუმროს ყოფილ შენობაში წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ბარამიას ქუჩაზე ამჟამად 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში კი 240 ოჯახისთვის დამატებით ბინების მშენებლობა დაიწყება.