სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის ახალი პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი.
მიუსაფარ ახალგაზრდებს 18 წლის შესრულებისთანავე თბილისის მერია საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს. საუბარია თბილისში მდებარე ბავშვთა სოფელზე, სადაც პროგრამის მონაწილეებს ოთახებს გამოუყოფენ. საცხოვრებელთან ერთად ცალკე გამოწვევაა მიუსაფართა დასაქმებაც. ირკვევა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს სამსახურის ძიების დროს პრობლემები კერძო სექტორის მხრიდანაც ექმნებათ.