„ახალ კვირაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, საქართველოს სამი მოქალაქე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს
პირველ არხზე „ახალ კვირაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, საქართველოს სამი მოქალაქე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. მათ შორის იყო ორი არასრულწლოვანი დავით და დანიელ მუხულიშვილები, რომლებიც ყვითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდნენ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვები. მესამე კი ბავშვების მამა ზურაბ მუხულიშვილია. მასზე ძებნა კვიპროსის მთავრობის მოთხოვნით წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული.
ზურაბ მუხულიშვილის წინააღმდეგ ბრალდება შვილების მუდმივი ადგილსამყოფელი ქვეყნიდან – კვიპროსიდან საქართველოში წამოყვანა და სასამართლოს მიერ დადგენილ 2 კვირაში ბავშვების დედასთან დაუბრუნებლობა იყო. ზურაბ მუხულიშვილს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, კონსტიტუციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე საქართველო კვიპროსის მთავრობას არ გადასცემდა. ბავშვები კი მამის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის გამო ყვითელი ცირკულარის სიაში რჩებოდნენ.