საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კვიპროსში შეშვებაზე უარი ეთქვათ, სამშობლოში 14 მაისს დაბრუნდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ. დიპლომატიური უწყების ცნობით, მოქალაქეები სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში იმყოფებიან, უზრუნველყოფილი არიან საკვებით, სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს, 14 მაისს.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქე უკვე ორი დღეა სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში იმყოფება.