ორად გაყოფილი ევროპული დედაქალაქი

როგორ მოახერხეს 1974 წელს თურქული ინტერვენციის შედეგად ორად გაყოფილ კუნძულზე მცხოვრებმა ბერძენმა და თურქმა კვიპროსელებმა ურთიერთობების გარკვეულ დონეზე აღდგენა. ამ პროცესს ხელი იმანაც შეუწყო, რომ თურქეთმა 2003 წელს სამხრეთში მცხოვრებ კვიპროსელ ბერძნებს ოკუპირებულ ჩრდილოეთში გადასვლის და თურქ თანამემამულეებთან შეხვედრის უფლება მისცა.

2004 წელს კვიპროსი კონფლიქტური რეგიონის მიუხედავად, ევროკავშირშიც მიიღეს. ევროკავშირის წევრი ქვეყანა კვიპროსი, ნატო-ს წევრ თურქეთს დღემდე ოკუპირებული აქვს. ნიქოზია ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ მსოფლიოში ერთადერთი ორად გაყოფილი დედაქალაქია, ქვეყნის გამყოფი ე.წ. მწვანე ზოლიც ამ ქალაქის ცენტრზე გადის.

ჩვენ გაჩვენებთ, როგორ უმკლავდება კუნძული 44 -წლიან ოკუპაციას.

დატოვე კომენტარი