#ახალიკვირა გართობა წესების გარეშე

რამდენად უსაფრთხოა ჩვენი შვილების სადღესასწაულო ცენტრებში გართობა? სპეციალისტების განმარტებით, იმ გასართობ ცენტრებში, რომლებშიც დარბაზები არ ნიავდება, ბახილების გარეშე უპრობლემოდ გადაადგილდებით და ასევე ხმაურის ზედმეტად მაღალი დონეა, თქვენი შვილებისთვის, შესაძლოა, ზიანის მომტანი გახდეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ გეგმურად მოწმდება ყველა რეგისტრირებული ობიექტი და მათი ინფორმაციით, ამ დრომდე არცერთ ცენტრში საგანგაშო დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, შემოწმებული სადღესასწაულო ცენტრების  სტატისტიკა ვერ მოგვაწოდეს.