#ახალიკვირა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას პროკურატურა თაღლითობაში ადანაშაულებს

21:58, 04.03.2018

ახალი კვირის ექსკლუზივი და პროკურატურის სკანდალური დასკვნა. ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მთავარი საგამოძიებო უწყება თაღლითობაში ადანაშაულებს.

თაღლითურ სქემაში პროკურატურის დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს. დანაშაული მძიმე კატეგორიისაა და ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უცხოელი ინვესტორის ადვოკატის მტკიცებით, მათ მიერ 2009 წელს შეტანილი საჩივარი პროკურატურიდან გაქრა.

მსგავსი