დაპირისპირება კვიპროსსა და თურქეთს შორის

აშშ-ის შემდეგ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ევროკავშირშიც არ გამორიცხავენ.

ბრიუსელისა და ანკარას დაპირისპირების მიზეზი კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში მდებარე ბუნებრივი აირის საბადოა, რომლის ბურღვითი სამუშაოები თურქეთმა წამოიწყო.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბადო კვიპროსის ე.წ. თურქულ ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებს ეკუთვნით და ანკარა მათ უფლებებს საჭიროების შემთხვევაში შეირაღებული ძალების გამოყენებითაც დაიცავს.

კვიპროსი თურქეთის დასჯას ითხოვს, ოფიციალური ანკარა კი უკან დახევას არ აპირებს.