კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ამჯერად კვიპროსმა აღიარა. კვიპროსი ევროკავშირი-შენგენის სივრცეში მე-13 ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც კვიპროსს თავშესაფრის თხოვნით მიმართავენ, განაცხადების განხილვის ვადები შემცირდება.

დატოვე კომენტარი