„ეჯაილ სპირით 2021“-ის ფარგლებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით წვრთნები გრძელდება.
მიმდინარეობს საჰაერო-სადესანტო სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე. სწავლებას თავდაცვის მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესწრებიან. წვრთნები თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყება, რის შემდეგაც დანარჩენი ორი თვითმფრინავიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდება. პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროები მონაწილე ქვეყნების დროშებს გაშლიან. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ბეჯებს გაცვლიან. სცენარის მიხედვით, მედესანტეები სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაციას, შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ატარებენ.