ახალი აეროპორტი თბილისში

თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება – ტერიტორია ვაზიანის აეროდრომზეა შერჩეული. გადაწყვეტილება მთავრობამ შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით და მგზავრთა ნაკადების ზრდის ფონზე მიიღო.

ხელისუფლების გათვლებით, არსებული აეროპორტი თანამედროვე გამოწვევებს, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ პასუხობს, რის გამოც ობიექტის გაფართოების ნაცვლად, ახალი მშენებლობის დაგეგმვა გადაწყდა. გეგმაშია საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანა და შესაბამისი კვლევების მათი მონაწილეობით წარმართვა.