პენტაგონის განცხადება

„8 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსების მიზნით“, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა. ჯონ კირბის თქმით, ლოიდ ოსტინს სურს, აშშ მზად იყოს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის, მან ასევე განმარტა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, ევროპელ ლიდერებთან განიხილა. მსოფლიო ლიდერებმა შექმნილი დაძაბულობის დიპლომატიური გზით გადაჭრის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ასევე განიხილეს რუსეთის აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ინტერვენციის შემთხვევაში რუსეთისთვის სერიოზული ზომების დაწესება და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება.

დატოვე კომენტარი