ახალი რეალობა ავღანეთში

ურთულესი ვითარებაა ავღანეთში – მოსახლეობის ნაწილი ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებას ცდილობს. ადგილობრივები დღეს სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ. ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების შესვლიდან 20 წლის შემდეგ, მოძრაობა „თალიბანმა“ დედაქალაქი დაიკავა და ომი დასრულებულად გამოაცხადა. აღნიშნულმა ქაოსი გამოიწვია.

ხალხმრავლობაა ქაბულის აეროპორტში, რომელსაც ამჟამად ამერიკელი სამხედროები აკონტროლებენ. ავღანეთის პრეზიდენტმა უზბეკეთს შეაფარა თავი.  ვრცელდება ცნობები, რომ დღეს დოჰაში მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება, სადაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის საკითხს განიხილავენ.

დატოვე კომენტარი