ტაქტიკური წვრთნები ჩერნობილში

ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს გაამაგრებენ, პოლონეთში ჩავიდნენ. პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს. ენტონი ბლინკენმა რუსეთის შეკავებისთვის საჭირო ნაბიჯების კოორდინაციაზე ილაპარაკა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი რუსეთიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ ჩერნობილში ტაქტიკური წვრთნები ჩაატარა.

კიევში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე მუშაობენ.