თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა. დისკუსიისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივად ბრძოლის გამოცდილებაზე. აღინიშნა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებების პოზიტიური დინამიკა, რაც ზრდის თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმსა და ურთიერთთავსებადობის დონეს. საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც.