აღკვეთის ღონისძიება

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებით იშუამდგომლა, რაც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.