“აგარის ქარხნის” თანამშრომლების აქცია
“აგარის ქარხნის” თანამშრომლების აქცია გრძელდება. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 58 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სოფელ შავშვებთან იმყოფებიან. „აგარის ქარხნის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციამდე ფეხით მისვლას აპირებენ. კომპანია “აგარის შაქრის“ თანამშრომლები ქარხნის ამუშავებას და ამ საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ.