„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ
„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები აქციას „აამუშავე აგარა“ მართავენ.

აქციის მონაწილეები თბილისის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები „აგარის შაქრის“ ამუშავებასა და პრობლემის გადაწყვეტას სახელმწიფოს ჩარევით ითხოვენ.

სოლიდარობის ნიშნად, აქციის მონაწილეებს საქართველოს პროფკავშირები და მისი წევრი ორგანიზაციები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ქარხანაში რამდენიმე თვიანი სამუშაო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ქარხანამ მუშაობა ნოემბრის დასაწყისში შეწყვიტა.

ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოდის დაბალხარისხიანი, უცხოური პროდუქცია და დაბალი ფასის გამო, აგარის შაქარი კონკურენციას შემოტანილ შაქარს ვერ უწევს. აქციის მომაწილეები პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

კომპანიაში 481 ადამიანი იყო დასაქმებული. მათი უმრავლესობა კი ადგილობრივია.