აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებთან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებთან, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ ინვესტორთან მოლაპარაკებებისთვის გარკვეული დრო ითხოვა. ამ შეთავაზებაზე აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს და მსვლელობა განაგრძეს.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული მათთვის მიუღებელია და ხელისუფლებისგან, პრობლემის მოგვარების კუთხით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ამ წუთებში აქციის მონაწილეები უკვე ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილდებიან.

ქარხნის ამუშავების მოთხოვნით ისინი მშვიდობიან მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები აგარიდან თბილისში, კანცელარიასთან აპირებენ აქციის გაგრძელებას.