აფრასიძეების ოჯახი პროკურატურას 16 წლის წინ ჩატარებული გახმაურებული სპეც-ოპერაციის გამოძიების დაჩქარებას სთხოვს.
სოფელ ეცერში 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული მამა-შვილ აფრასიძეების ოჯახმა საკუთარი პრეტენზიები გენერალურ პროკურორს გააცნო. ოჯახმა რეზონანსული საქმის ძიების უახლოეს მომავალში დასრულების პირობა მიიღო. აფრასიძეები ყვებიან, რომ 2004 წელს მათი საცხოვრებელი სახლის მისამართით ცეცხლი უკანონოდ გახსნეს, რაზეც პასუხისმგებლობას მაშინდელ პრეზიდენტს და შინაგან საქმეთა იმდროინდელ მინისტრს აკისრებენ. სპეცოპერაცია ოჯახის ორი წევრის მოკვლით და ორი წევრის დაპატიმრებით დასრულდა. საქმე დღემდე გამოუძიებელია.