აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი ბინებით დაკმაყოფილებას და მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს. მათ დღეს აქცია სამინისტროსთან გამართეს. მათი თქმით, რამდენიმე წელია ბინების მიღებას უშედეგოდ ელოდებიან და ამ დრომდე ქირით ცხოვრობენ.
დევნილებთან შესახვედრად მინისტრის მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩავიდა. მან აქციის მონაწილეებს შეხვედრა და თითოეული საკითხის ინდივიდუალურად განხილვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
მინისტრის მოადგილის თქმით, ბინების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამინისტრო დევნილების დაკმაყოფილებას ეტაპობრივად, ქულათა სისტემის მიხედვით განახორციელებს.