თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. ამ ეტაპზე სასტუმრო „შაინში“ 23 ადამიანია შეყვანილი, სასტუმრო „ტეხასში” კი სამი ოჯახი იმყოფება.
საბურთალოს გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაზარალებულები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით და საკვებით. მათთვის ყველა საჭირო პირობა შექმნილია.