აფეთქება ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში – სრულად დაინგრა დამხმარე ნაგებობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა შენობის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანები. ადგილზე სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი.