შეხვედრა სამთო-სამაშველო ტურიზმის თემაზე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ბავარიის სამთო სამაშველო სამსახურის მთავარ ექსპერტს, შტეფან ბლოხუმს შეხვდა.

სამთო ექსპერტი საქართველოში სამთო მაშველის პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მიზნით ჩამოვიდა. შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, სამთო კურორტებზე უსაფრთხოებისა და მაშველთა გადამზადების საკითხები განიხილეს. ვიზიტი საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით შედგა.