ხანძარი ახალციხეში

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა.  როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  განუცხადეს, ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადა ოპერატიულად მივიდა. ბინაში იატაკი და საწოლი იწვოდა. მაშველებს ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შესახებ „112“-ში მეზობლებმა დარეკეს. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი, რომელიც ბინაში მარტო ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.