სამძებრო სამუშაოები

მაშველები მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ 61 წლის მამაკაცს, რომელიც ხელვაჩაურში ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა ავტომანქანიანად წაიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია დრონიც. მსუბუქი მანქანა მაშველებმა წყლიდან ორი დღის წინ ამოიღეს. მამაკაცის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა  ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხა. როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, დაკარგული სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელია.

დატოვე კომენტარი