პაციენტის ოჯახი საავადმყოფოს წინააღმდეგ

47 წლის პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მედპერსონალს ადანაშაულებს. გარდაცვლილი პაციენტის დის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში კენჭის გავლის შეტევით გუშინ შეიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია მხოლოდ 12 საათის შემდეგ ჩაუტარდა.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი „კოვიდ-19“-ზე გამოკვლეული იყო და ვირუსი არ ჰქონდა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, გოგა ხუციშვილი აცხადებს, რომ პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიითა და თირკმელების პრობლემებით. ის გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გაეწია ყველა საჭირო დახმარება, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.