აფეთქება ნიუ იორკის ცენტრში

აფეთქება ნიუ იორკის ცენტრში.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მანჰეტენზე, 42-ე ქუჩასა და მერვე ავენიუს კვეთაზე, თაიმს სქვერთან მოხდა, სადაც ავტობუსების ტერმინალი მდებარეობს.

ტელეკომპანია ფოქს ნიუსის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, ის სავარაუდოდ დაშავებულია. ტელეკომპანიის ცნობით, დაზიანებები კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიიღო.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ აფეთქების ხმა ავტოსადგურის მახლობლად გაისმა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტობუსების ტერმინალში პოლიციამ კიდევ ორი აასაფეთქებელი მოწყობილო აღმოაჩინა. ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები, პოლიცია და საანგებო სამსახურები.

ახლომდებარე დაწესებულებიდან, მათ შორის მეტროს სამი ხაზიდან მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.