იემენის საპორტო ქალაქ ადენში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე ისლამისტების დაჯგუფებამ აიღო. ამის შესახებ მათ განცხადება ინტერნეტში გაავრცელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში დანაღმული მანქანის აფეთქებამ შენობის ჩამონგრევა გამოიწვია.