არჩევნების პროცესს გამოეხმაურა ახალარჩეული ომბუდსმენი. ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვას, რომ ადვოკატები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ სახალხო დამცველი დაინტერესებულია, პროცესი მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართოს.
ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა ადვოკატთა ასოციაციის როლსა და მნიშვნელობას, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პროცესში.