ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ 2022 წლის საანგარიშო საერთო კრება ჩაატარა. ღონისძიებაზე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, ეთიკისა და სარევიზიო კომისიებმა ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამეს. ასევე უფლებადამცველებმა რამდენიმე საკითხიც დაამტკიცეს. საანგარიშო კრება წელიწადში ერთხელ იმართება.