ადვოკატის ბრალდება სამართალდამცველებს . გიორგი გვაჯაია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებს, დაცვის მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. უფლებადამცველის განცხადებით, უკანონო მოქმედების გამო, მოწმეებმა სასამართლოში საკუთარი ჩვენებების დადასტურებაზე უარი თქვეს. გიორგი გვაჯაიამ საქმის შესწავლის მოთხოვნით უკვე მიმათა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმე 2018 წლის პირველ ივნისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ყაჩაღობას ეხება. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე ძიება შეწყვეტილია, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი უკანონოდ იყო დაკავებული.