ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა. განიხილეს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი. გეგმა ეკონომიკის მინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა წარუდგინა. აღინიშნა, რომ პროექტით განსაზღვრული ამოცანები და აქტივობები გამომდინარეობს სტრატეგიული მიზნებიდან და შემუშავებულია წინა წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს გაძლიერებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.