ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში

იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდი  და ოპოზიციის  ნაწილი დახურულ კარს მიღმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრობს, დღის წესრიგში დგება საკითხი, მიიღებს თუ მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ოპოზიციის ერთი ნაწილი, პარლამენტის ბოიკოტის პირობებში, შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ეწინააღმდეგება, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ეს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის  შედეგებზე იქნება  დამოკიდებული. ოპოზიციაში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მმართველ გუნდს  არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის იმედი აქვს,  მით უფრო, რომ დაანონსებული საარჩევნო სისტემის რეფორმა თვითმმართველობის არჩევნებსაც უნდა შეეხოს.