შეხვედრები მოსახლეობასთან

რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია შეხვედრები გრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. ადგილობრივები სხვადასხვა მიმართულების საყოფაცხოვრებო საკითხებით და პრობლემების მოგვარების პერსპექტივით დაინტერესდნენ. ვიცე-პრემიერის თქმით, მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე – სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისას ეხმარება.

დატოვე კომენტარი