თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია

მმართველი გუნდი თვითმმართველობის რეფორმის მორიგ ტალღას იწყებს.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, მათთვის უფლებამოსილების გაზრდა იგეგმება. ახალი სტრატეგია ჯერ ხედვის დონეზეა გაწერილი. მთავრობა საკანონმდებლო პაკეტის  შემუშავების პროცესში ჩართვას არასამთავრობო სექტორს და სფეროს სპეციალისტებს სთავაზობს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ თვითმმართველობებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების გადაცემის გარდა, რეფორმა მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფასაც გულისხმობს. სწორედ ეს საკითხი იწვევს მესამე სექტორში ყველაზე მეტ სკეპტიციზმს.

2014 წელს მიღებული და რამდენიმე თვის წინ შეცვლილი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქვეყანას ხუთი თვითმმართველი ქალაქი და 59 მუნიციპალიტეტი ჰყავს.

დატოვე კომენტარი